logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებში სისხლის დაღვრა კვლავ დღის წესრიგში რჩება
- +

16 ნოემბერი. 2020. 16:40

 

„ვერ მოხდა მათი ინტერესების რეალიზაცია, მაშინ როდესაც ცესკოსთან ცდილობდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესულიყვნენ პოლიციასთან. რასაკვირველია, სისხლის დაღვრა კვლავ დღის წესრიგში რჩება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესი მდგომარეობს ერთში, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდეს.

 

„უკვე ფაქტია და არავისთვის დასამალი არ არის, რომ ორი მთავარი ამოცანა აქვთ ოპონენტებს, როდესაც მცირერიცხოვანი ჯგუფებით ცდილობენ მაღალი ხმაურის მიღწევას და ამ ხმაურში, რა საკვირველია იგულისხმება ბულინგი სამართალდამცავების. ვერ მოხდა მათი ინტერესების რეალიზაცია, მაშინ როდესაც ცესკო-სთან ცდილობდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესულიყვნენ პოლიციასთან. რასაკვირველია, სისხლის დაღვრა კვლავ დღის წესრიგში რჩება. წყლის ჭავლის გამოყენებამ, მართალია, არც ეს არის სასიამოვნო ფორმა, მაგრამ ფაქტიურად ამან მათი გეგმები ჩაშალა. ახლა მიდის ზეწოლა, სახლში მივარდნით მუქარა და ვინაიდან ამ დესტრუქციაში ჩართული ხალხის რაოდენობა ნაკლებია, რა თქმა უნდა, განცხადებების აგრესიულობა მოიმატებს, მათ შორის სახალხო დაპირისპირების თემაც დღის წესრიგში დადგა. რასაკვირველია, ინტერესი მდგომარეობს ერთში, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდეს. ვფიქრობ, ამ გეგმას სისრულეში მოყვანა არ უწერია, რადგან მათ ამომრჩეველშიც არის ბევრი ადამიანი, ვინც სწორად ფიქრობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner