„დესტაბილიზაციის ფაქტორად კვლავ გევლინება შიდაპოლიტიკურ ველზე გამეფებული სიტუაციის მოთავეები და ასევე რუსეთის ფედერაციია იქნება ერთ-ერთი ძალა, რომელიც შეეცდება, ეს დესტაბილიზაცია საქართველოში პერმანენტულ ხასიათს იღებდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტრობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მას კითხვით აფხაზეთში რკინიგზის ხაზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართეს.
მისივე თქმით, იგი არ ფლობს ინფორმაციას, შეთანხმდა თუ არა აფხაზეთი რუსეთთან რკინიგზის აღდგენის საკითხზე, თუმცა ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში მუდმივად დგას და რუსეთი შეეცდება, რეგიონში დესტაბილიზაციისთვის მრავალმხრივი მეთოდები გამოიყენოს.
„ფაქტია, ვინც აკვირდება მოვლენებს 2006 წლიდან, თითქმის, 100%-იან უნისონშია მცდელობები ჩვენი პარტნიორების: აშშ-ისა დ ევროკავშირის რჩევების მიუხედავად, რაც გააჩნდა სააკაშვილის ხელისუფლებას სტრატეგია - მოლაპარაკების ფორმატების დანგრევა და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ იმის განხორციელება, რაც რუსეთს სურდა და რაც მის სტრტეგიულ ინტერესს წარმოადგენს კავკასიაში. ახლაც, რეგიონში დესტაბილიზაცია მისი მთავარი ამოცანაა. მაიკ პომპეოს ჩამოსვლაც მნიშვნელოვანწილად ამ ფაქტორსაც უკავშირდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.