„საქართველო ითვლება ლიდერად ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გრძელ სიაში, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროკავშირსა და NATO-ში შესასვლელად. ამის საპასუხოდ, ევროკავშირი ყოველთვიურად ხარჯავს სოლიდურ თანხას - 120 მილიონ ევროს საქართველოზე“,- ამის შესახებ გამოცემა „heraldscotland“-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
„მაშინ, როცა სააკაშვილი პერმანენტულად გადახვეწილია, იგრძნობა ევროინტეგრაციის სახით გამოხატული ახალი მიმართულების უდიდესი მხარდაჭერა. კვლევები სტაბილურად ცხადყოფს ამ მიმართულების მხარდაჭერას მოსახლეობის 80%-ზე მეტის მხრიდან; გარდა ამისა, საქართველო ითვლება ლიდერად ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გრძელ სიაში, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროკავშირსა და NATO-ში შესასვლელად. ამის საპასუხოდ, ევროკავშირი ყოველთვიურად ხარჯავს სოლიდურ თანხას - 120 მილიონ ევროს საქართველოზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკის 50% დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე და სახეზეა უზარმაზარი სხვაობა სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის წილს შორის დედაქალაქ თბილისში (15 000 გირვანქა სტერლინგი წელიწადში) და რეგიონების უმრავლესობაში (1 500 გირვანქა სტერლინგი წელიწადში). გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები სიღარიბისა და კორუფციის წინააღმდეგ და ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს, რომ აუცილებელია სოფლად სიღარიბესთან ბრძოლა“,- წერს გამოცემა.
სტატიაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები, - სადაც მწვავე სეპარატისტულმა კონფლიქტებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 2008 წლის აგვისტოში ათობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, არსებითად, სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან.
როგორც ავტორი აცხადებს, ახლადარჩეული „ქართული ოცნების“ პარტია დადგება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე - გადაჭრას კონფლიქტი რუსეთთან და წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირისა და NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით.