logo_geo
eng_logo
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს დროებით რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
- +

16 ნოემბერი. 2020. 17:20

 

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში აღარ უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ სლოვაკ მწვრთნელთან შეთანხმების შემდეგ მიიღო.

 

მის ნაცვლად ესტონეთთან შეხვედრისთვის ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე მოამზადებს, რომელიც ვაისის შემცვლელის მოძებნამდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

 

სვანაძე აქამდე საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის, მისი მთავარი მწვრთნელობის დროს ეროვნულმა ნაკრებმა 47 შეხვედრიდან 16 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner