„სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით ძალიან თავხედური განცხადებები გაკეთდა. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას ოპოზიციის უკვე რამდენიმე წარმომადგენელი გაემიჯნა ოპოზიციიდან და ნათლად ჩანს, რომ ეს არის ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მათ გაბედეს სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ასეთი სახის ზემოქმედების დაანონსება მეორე ტურისთვის, ასეთი რამ წამოუდგენელი იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისზე მომხდარიყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ, გუშინ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.
ინციატივა უკვე გააკრიტიკეს „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „გირჩის“ წარმომადგენლებმა.