ერევანში, თავისუფლების მოედანზე, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოპოზიცია და მოქალაქეების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების გამო აკრიტიკებს და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაში ადანაშაულებს.
კიდევ ერთი საპროტესტო აქცია თავდაცვის სამინისტროს შენობასთან მიმდინარეობს, სადაც უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და ნათესავები სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიონსა და გენერალური შტაბის უფროსთან, ონიკ გასპარიანთან შეხვედრას მოითხოვენ.