logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა
- +

1 ივლისი. 2016. 16:28


ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა გიგი წერეთელი აიძულოს, ის პოზიცია დაიკავოს, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნება.


აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, რუსეთის დელეგაციის მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის შეფასებისას გააკეთა.


საუბრისას რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მხარდაჭერა, ბუნებრივია.


ჯერ კიდევ 2008 წელს გამიმყარდა აზრი და მას შემდეგ სულ ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობისა" და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა. ბუნებრივად მეჩვენება, რომ რუსეთი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს მხარს დაუჭერდა. გიგი წერეთელი პიროვნულად ეცდება, რომ იყოს საქართველოს ინტერესების დამცველი, თუმცა მისმა პარტიამ შესაძლოა აიძულოს, ის პოზიცია დაიკავოს, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნება.

 

არ ვფიქრობ, რომ რუსეთის დელეგაციასა და ნაციონალურ მოძრაობას" შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართულიყო. არაერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ პუტინის აგენტი ვერ გაუკეთებდა რუსეთს იმდენს, რამდენიც სააკაშვილმა გაუკეთა. ამიტომ, სააკაშვილის პარტიას რუსეთის მხარდასაჭერად რაიმე მოლაპარაკება დასჭირდებოდა?! ნაციონალების" პოლიტიკური ორიენტაცია ყოველთვის რუსეთის მხარეს იყო, მიუხედავად მათი განცხადებებისა. მთავარი მეხსიერებაა, თორემ ენას ძვალი არ აქვს", - განაცხადა ექსპერტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner