თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, დონალდ ტრამპის წარმატებული პროგრამის წყალობით, ამერიკული კომპანია „Moderna“-ს ვაქცინამ მაღალი ეფექტურობა აჩვენა.
„მნიშვნელოვანი სიახლე! პრეზიდენტის უაღრესად წარმატებული პროგრამის (Operation Warp Speed) წყალობით, მეორე ვაქცინამ („Moderna“) მაღალი ეფექტურობა აჩვენა მესამე ფაზის კლინიკურ კვლევებში. ეს დიდი გამარჯვებაა ყველასთვის“, - დაწერა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე.