logo_geo
eng_logo
IRI: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განახორციელა საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტები ყველა ტიპის მედიასაშუალებისა თუ ამომრჩეველთა ინფორმირების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით
- +

16 ნოემბერი. 2020. 18:39

 

 

 „საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადება, ყოვლისმომცველი და მაღალ პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული იყო. ტრენინგის მასალები როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მომზადდა. წინასაარჩევნო პერიოდი იყო კარგად ადმინისტრირებული, გამჭირვალე პროცესი, რომელმაც კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა“, - საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.

 

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განახორციელა საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტები ყველა ტიპის მედიასაშუალებისა თუ ამომრჩეველთა ინფორმირების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.

 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საუბრობს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად დასწრების დაბალი დონისა, ყოვლისმომცველი და მაღალ პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული იყო.

 

„წინასაარჩევნო პერიოდი იყო კარგად ადმინისტრირებული, გამჭვირვალე პროცესი, რომელმაც კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განახორციელა საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტები ყველა ტიპის მედია საშუალებისა თუ ამომრჩეველთა ინფორმირების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადება, მიუხედავად დასწრების დაბალი დონისა, ყოვლისმომცველი და მაღალ პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული იყო. ტრენინგის მასალები როგორც ქართულ, ასევე, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მომზადდა, ხოლო თავად გადამზადება პირდაპირი და ონლაინ შეხვედრების რეჟიმში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქმედებები დადებითად ფასდება როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ, ცესკო-ს მიმართ საზოგადოების ნდობა მაინც დაბალია“,- აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner