logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ახლა ბევრად უფრო მეტად არის მზად კოვიდის მართვისთვის, ვიდრე თუნდაც გაზაფხულზე იყო
- +

16 ნოემბერი. 2020. 18:42

 

 

„დღეს ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ სრულად არის მზად მეორე ტალღის მართვისთვის, თუმცა საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ახლა ბევრად უფრო მეტად არის მზად ამისთვის, ვიდრე თუნდაც წელს გაზაფხულზე იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, შემაკავებელმა ზომებმა მისცა დროითი რესურსი ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც იმისთვის, რომ უკეთესად მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის.

 

„ის, რომ მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, სამწუხაროდ, არ ნიშნავს, რომ სხვა დაავადებები გაქრა. ადამიანები კოვიდის გარდა სხვა დაავადებებითაც ხდებიან ავად.

 

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის მზაობას, პირველი ტალღის დროს, კოვიდმა უდიდესი ზიანი მიაყენა ძალიან ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებს, თუმცა შეზღუდვებმა, შემაკავებელმა ზომებმა მისცა დროითი რესურსი ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც იმისთვის, რომ უკეთესად მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა პირველ რიგში ადამიანური რესურსია: ექიმები, ექთნები, სამედიცინო ინჟინრები და ა.შ., ვინც ამ ყველაფერს უმკლავდება. ამ ადამიანებს აქვთ მობილიზაციის არაჩვეულებრივი უნარი და ისინი ამას აკეთებენ დღესაც. მათ გადადებული აქვთ ყველაფერი პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა რესურსი არ არის ამოუწურავი, ისინიც ადამიანები არიან და ელემენტარულად, დაღლა უკვე შეცდომას გაშვებინებს. მეორე ნაწილია ინფრასტრუქტურული და აღჭურვილობითი, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამ თვეების განმავლობაში. დღეს ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ სრულად არის მზად მეორე ტალღის მართვისთვის, თუმცა საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ახლა ბევრად უფრო მზად არის ამისთვის, ვიდრე თუნდაც წელს გაზაფხულზე იყო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner