logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი ინტერესი სიტუაციის დაძაბვა ყველა შესაძლო საშუალებით
- +

16 ნოემბერი. 2020. 18:58

 

„სირცხვილის კორიდორზე“ ლევან ვარშალომიძის განცხადებას ირაკლი ჩიქოვანი იმ ძალადობის და უტიფრობის მასშტაბს ადარებს, რაც მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა

 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მისთვის უცხო არ იყო ეს განცხადება, რადგან აქტიურ პოლიტიკაშია 2011 წლიდან და ზუსტად იცის, რას აკეთებდა ეს პოლიტიკური ძალა ზუგდიდსა და მთლიანად საქართველოში.

 

„მაგრამ ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. ეს არის დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემთვის ეს არ არის არც პროტესტის ფორმა. რეალურად, ყველას კარგად გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს არა დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, არამედ ხელის შეშლა, სიტუაციის დაძაბვა ყველა შესაძლო საშუალებით და ამის მიზანია ერთადერთი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მისივე თქმით, „ნაციონიონალურ მოძრაობას“ ქართველმა საზოგადოებამ არაერთხელ უთხრა უარი, რაც ამ არჩევნებზეც დადასტურდა.

 

რაც შეეხება არჩევნებს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, „წინა წლებთან შედარებით, ზუგდიდში 2020 წელს ყველაზე მშვიდი არჩევნები ჩატარდა“.

 

მისი თქმით, არც ერთი დარღვევა, მათ შორის ყურით მოთრეულიც, არ დადასტურდა და კომისიებში დაფიქსირებული დარღვევაც არ იყო არსებითი და საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობაში პრეტენზიის არსი არ იყო განსაზღვრული.

 

„პროცენტნახევარი დაგვაკლდა, რომ პირველივე ტურში დაგვესრულებინა არჩევნები, მაგრამ ესეც არის დემოკრატია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner