logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: სახელმწიფოს თუ ქონებას გადავცემდით, სულხანს გამოუშვებდნენ
- +

1 ივლისი. 2016. 16:30


სულხან მოლაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ  თამაზ  მოლაშვილმა  „ქართულ სიტყვასთან"  საუბარში გაიხსენა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფაქტები, მათ შორის, წავკისის სახლის ჩუქების ეპიზოდი.


„წავკისის სახლზე რომ არის ლაპარაკი, იცით, სინამდვილეში, რა მოხდა? - არ მახსოვს, რომელი წელი იყო, დღე მახსოვს - 14 ივლისი... გვითხრეს, რომ თუ სახელმწიფოს ქონებას გადავცემდით, სულხანს გამოუშვებდნენ. ატყდა ერთი ამბავი, ნათესავებმა და ახლობლებმა შეკრიბეს ფული და ვიყიდეთ ეს სახლი. სააკაშვილს უნდოდა, აქ ლენტი გაეჭრა. როცა ასეთი შემოთავაზება მივიღეთ, ბევრნი შევიკრიბეთ. ჩემმა რძალმა შუბლზე ხელი შემოიკრა და თქვა, უარი რომ ვთქვათ, სააკაშვილი ქმარს მომიკლავს და სამ შვილს რა ვუყოვო. სასწრაფოდ გამაგზავნა პროკურატურამ გარდაბანში, საიდანაც უცებ წამოვიღე საბუთები იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ. 17 ივლისს კი, ჩემმა რძალმა საჩუქრად გადასცა ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს. მეორე დღეს, 12  საათზე ველოდით, რომ სულხანს გამოუშვებდნენ, მაგრამ გვითხრეს, ვერ გამოვუშვებთო. დავიწყე კახური გინება და ვეღარ გამაჩერეს. ჟურნალისტები მომცვივდნენ, პრეზიდენტს აგინებთო? პრეზიდენტს - არა, მიშა სააკაშვილს ვაგინებ, მაგისი-მეთქი", - განაცხადა  სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა  „ქართულ  სიტყვასთან"   საუბრისას.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner