ავტორი ანა ფერაძე
თბილისში ვიზიტით მყოფმა რუსმა დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს, საპარლამენტო ასამბლეის სესიის დაწყებამდე განუცხადა, რომ რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს.
ამასთან დაკავშირებით „რეპორტიორი" „ნაციონალური მოძრაობის" წევრ მარიამ საჯაიას კომენტარისთვის დაუკავშირდა, რომელმაც კითხვა მოისმინა, თუმცა, საჭესთან ყოფნა მოიმიზეზა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა.