logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია დღეს არის მთლიანად მოშლილი
- +

17 ნოემბერი. 2020. 00:05

 

 

"ოპოზიცია არის დღეს მთლიანად მოშლილი, უკვე იყო ამის ნიშნები არჩევნებამდე, ანუ მათ ოფისებში, პარტიულ სტრუქტურებში იყო გარკვეული რყევები და ეს, მით უმეტეს გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ჩაატარეს ორი წარუმატებელი აქცია“, - ამის შესახენ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ხშირად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებს ოპოზიცია და ეს ინფორმაციები სწორედ მათი ოფისებიდან ვრცელდება.

 

„როდესაც შენ გაქვს ამბიცია იმაზე, რომ ხალხს უნდა გააპროტესტებინო არჩევნების გაყალბება და ერთ შემთხვევაში 7 000 და მეორე შემთხვევაში დაახლოებით 3 000 კაცი გამოყავს, ეს ბუნებრივია, იწვევს რყევებს პარტიის შიგნით და ასეთ დროს, უფრო მარტივად ჟონავს პარტიებიდან ინფორმაციები“, - განაცხდა კობახიძემ. 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner