logo_geo
eng_logo
არმენ სარგსიანი: ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალია
- +

17 ნოემბერი. 2020. 00:38

 

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის განცხადებით, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალია. მისივე თქმით, მთავრობამ ობიექტურად უნდა შეაფასოს საკუთარი პოტენციალი და უახლოეს დროში სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს, რომლის შედეგად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდება.

 

 

„შექმნილი ვითარებისა და ამ ვითარებიდან ღირსეულად გამოსვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, აშკარა ხდება შემდეგი: ქვეყნის რყევისგან დასაცავად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალი გახდება“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner