ავტორი ანა ფერაძე
30 ივნისს სტამბოლის გოგჩენის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „Pegasus"-ის რეისი 462, რომელიც სამ საათზე უნდა შესრულებულიყო, გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობდა საეჭვო ტვირთი, რაც რეისის გადადების მიზეზი გახდა.
„რეპორტიორთან" საუბრისას „პეგასუსის" პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ საეჭვო ტვირთი არ არსებობს და ფრენა დღეს განხორციელდება.
„რეისი ნამდვილად გაუქმებულია. სტამბოლიდან 30 ივნისს ფრენა არ განხორციელებულა, რადგან ბორტს დააგვიანდა და გადაწყვიტეს, რეისი აღარ შესრულებულიყო.
დღეს ჩვეულებრივად შესრულდება 04:30-ზე რეისი თბილისიდან და სტამბოლიდან 23:45-ზე. მგზავრები, რომლებიც მოფრინავდნენ სტამბოლიდან, მოთავსებულები არიან სასტუმროებში და ანალოგიურად, აქედან მიმავალი მგზავრებიც დაკმაყოფილებულები არიან სასტუმროებით.
ველოდებით ინფორმაციას, რომ გადავცვალოთ მათი ბილეთები დღევანდელ რეისზე, რადგან უნდა დაინიშნოს კიდევ ერთი რეისი, რითაც ყველა მგზავრი დაკმაყოფილებული იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ.
საეჭვო ტვირთის არსებობას არ ვადასტურებთ, მსგავსი რამ არ ყოფილა.