საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობას 5662 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.