logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
- +

1 ივლისი. 2016. 16:43



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.



დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან.

მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და წარმატება.

დარწმუნებული ვარ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს და საქართველოს თქვენი სახით განათლებული და საამაყო თაობა ეყოლება", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner