„სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში რამდენიმე ფატორი ახლავს თან. ეს ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და ახლა არ გადაწყვეტილა. ვიზიტი აერთიანებს ამერიკის რამდენიმე სტრატეგიულ ქვეყანას“, - საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობას „ქრონიკასთან“ ჯეიმსთაუნის ფონდის უფროსი მკვლევარი იანუშ ბუგაისკი აფასებს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ თბილისში მაღალი რანგის დიპლომატის ჩამოსვლა ეს არის დასტური, რომ საქართველო ამერიკის საიმედო პარტნიორია და რომ შტატები ერთგულია საკუთარი მოკავშირეების. იანუშ ბუგაისკი ამბობს, რომ ამ ვიზიტით ამერიკა მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროგერსს და ვარაუდობს, რომ შტატები არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებში სერიოზულ მედიატორის როლს შეასრულებს.
„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია თეთრი სახლის დატოვებამდე აჩვენებს მსოფლიოს, რომ აშშ რჩება თავისი მოკავშირეების ერთგული. საქართველოში ვიზიტი გამოხატულებაა იმის, რომ თქვენი ქვეყანა საკვანძო პარტნიორია ამერიკისთვის შავი ზღვის რეგიონში და არა მხოლოდ კავკასიაში. ეს ვიზიტი ასევე ემთხვევა საქართველოს პოსტსაარჩევნო პერიოდს, რომელი არჩევნების ეუთოს, აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის მიერ იქნა აღიარებული. პომპეოს ვიზიტი წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატვა საქართველოს მიერ განგრძობადი დემოკრატიული პროგრესისადმი. ეს ვიზიტი ასევე ემთხვევა რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების განთავსებას აზერბაიჯანში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს დაუცველი და არასტაბილური ამის გამო. ვფიქრობ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, შეასრულებს მედიატორის როლს საქართველოში არჩევნების შემდეგ მიმდინარე შიდა კონფლიქტებში. ამის დადასტურება ალბანეთში, უნგრეთსა და პოლონეთში ამერიკა ახლა არ ერევა შიდა კონფლიქტებში ისე, როგორც წინა ადმინისტრაცია ჩაერეოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა არ რჩება დაინტერესებული ქვეყნის შიგნით სტაბილურობის არსებობით. ასევე არ ნიშნავს იმას, რომ პომპეო არ შეხვდება ოპოზიციურ ლიდერებს. ამაში აბსოლუტურად არაფერია ცუდი. პირიქით, მე მას წავაქეზებდი, რომ შეხვდეს ოპოზიციის ლიდერებს და აუხსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საქართველოს სტაბილურობა ასეთ კრიტიკულ დროში“, - განაცხადა ბუგაისკიმ.