logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხონ
- +

17 ნოემბერი. 2020. 12:25

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხონ.

 

„მე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვთანხმდებით, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან აგრესიული იყო. ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმუშაონ, რათა დავარწმუნოთ ერდოღანი, რომ ასეთი ქმედებები მისი ხალხის ინტერესში არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მაიკ პომპეოს თქმით, თურქეთის მიერ სამხედრო შესაძლებლობების მზარდი გამოყენება შეშფოთების საგანია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner