logo_geo
eng_logo
3 450 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება
- +

17 ნოემბერი. 2020. 12:59

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

 

საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში,  კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

 

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner