logo_geo
eng_logo
კიევში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა
- +

17 ნოემბერი. 2020. 13:49

 

 

კიევში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

როგორც იუწყებიან, უმაღლეს რადასთან მეწარმეები არიან შეკრებილები, რომლებიც სალარო აპარატების შემოღებას აპროტესტებენ.

 

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეებმა რადას შენობაში დეპუტატები არ შეუშვეს. პოლიცია შეეცადა, დემონსტრანტები შეევიწროვებინა, რათა კანონმდებლები შენობაში შესულიყვნენ.

 

მედიის ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner