logo_geo
eng_logo
ილკა კანერვა: საქართველომ სასწაულებრივი წარმატება მოახდინა!
- +

1 ივლისი. 2016. 16:59



„საქართველომ სასწაულებრივი წარმატება მოახდინა იმ სტანდარტების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების მხრივ, რომელიც ჩვენ გვაქვს", - ასე უპასუხა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ილკა კანერვამ კითხვას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებისთვის და როგორ შეაფასებდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს მიიღებს.


„საქართველომ სასწაულებრივ წარმატებას მიაღწია კრიტერიუმების და სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ. შტაინმაიერის განცხადება არის ძალიან რელევანტური და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროცესი შეიძლება იყოს ორგანიზებული უახლოეს მომავალში. მე ვფიქრობ, მისი განცხადება ძალიან ნათელია", - აღნიშნა კანერვამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner