logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მაიკ პომპეოს ვიზიტი მორიგჯერ ადასტურებს, აშშ-ისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
- +

17 ნოემბერი. 2020. 14:41

 

„დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ეს არიას ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მაიკ პომპეოს 2-დღიანი ვიზიტი მორიგჯერ ადასტურებს, აშშ-ისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

„ეს მკაფიოდ უსვამს ხაზს კიდევ ერთხელ საქართველოს მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსთვის. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 30 წელზე მეტია, აშშ და დასავლეთი არის და დღესაც რჩება თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უმთავრეს მხარდამჭერად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner