logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სააკაშვილი რჩება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში
- +

17 ნოემბერი. 2020. 15:00

 

 

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი აღნიშნავს, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

 

„მნიშვნელოვანი ვიზიტია რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. მაიკ პომპეოს ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.

 

„მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.

 

ამის ნათელი დადასტურებაა სააკაშვილის ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური პოლიტიკური ქცევა და რიტორიკა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, გუშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი და რუსეთის კმაყოფაზე მყოფი, რაც მათთვის შემაშფოთებელია.

 

„სააკაშვილის თავდასხმა მასზე ალბათ იმან გამოიწვია, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას, თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა „ქართულმა ოცნებამ“.

 

მას არ მოსწონს გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო ასამბლეამ თქვა მმართველი გუნდი არის პირველ ადგილზე გასული პარტია“, - დასძინა თეა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ შეაფასონ სააკაშვილის ქცევა -  დაადასტურონ, რომ ეს მათთვის მისაღებია, ან გაემიჯნოს მას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner