logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: გიგი წერეთელი იქნება არა ქვეყნის, არამედ მათი პარტიული ინტერესების გამტარებელი!
- +

1 ივლისი. 2016. 17:03



ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურაა წარგენილი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ომარ ნიშნიანიძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, გიგი წერეთელი აღნიშნული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იქნება „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი.

 

„გიგი წერეთელი არის ისეთივე დამნაშავე, როგორიც დანარჩენი მისი თანაგუნდელები. ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და ამ რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორი გახლდათ სწორედ გიგი წერეთელი. ამიტომ ჩემგან მისი მხარდაჭერა ან რაიმე დადებითის გამჟღავნება არ მიმაჩნია კორექტულად ჩემი ხალხის წინაშე. გიგი წერეთელი იქნება არა ქვეყნის ინტერესების, არამედ მათი ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

 

რუსეთი მხარს უჭერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას. აღნიშნულთან დაკავშირებით ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერა შეიძლება აღვიქვათ, როგორც პრორუსული.


„ნაციონალური მოძრაობის" წევრები ორმაგი აგენტები არიან და ერთ-ერთი მხარე არის სწორედ რუსეთი. რუსეთის მხარდაჭერა გიგი წერეთლის კადიდატურის მიმართ ადასტურებს იმას, რომ ნაციონალები ქართველთა საქმეს არ აკეთებენ. ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები არიან საქართველოში. არ არის გამორიცხული, რომ მისი კანდიდატურის რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა აღვიქვათ როგორც პრორუსული. საქართველოში სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები განმსაზღვრელი ფუნქციაა საქართველოს მომავალში! ვინ გადააბარა რუსეთს და ვის ხელშია დღეს?! ამიტომაც მე არ მწამს ამ ხალხის. ისინი მხოლოდ ფარისევლურად ამბობენ პროდასავლურები ვართო, მაგრამ ისინი უფრო მეტად პრორუსები არიან", - განაცხადა ნიშნიანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner