logo_geo
eng_logo
პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისის ქუჩებში ქართულ-ამერიკული დროშები გამოფინეს
- +

17 ნოემბერი. 2020. 16:34

 

თბილისის ქუჩებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, ქართველ-ამერიკელი ერების მეგობრობის სიმბოლოდ, ქართულ-ამერიკული დროშები გამოიფინა.

 

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეოს თბილისში ჩამოსვლის მიზანი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ საუბარი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner