თბილისის ქუჩებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, ქართველ-ამერიკელი ერების მეგობრობის სიმბოლოდ, ქართულ-ამერიკული დროშები გამოიფინა.
შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეოს თბილისში ჩამოსვლის მიზანი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ საუბარი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.