logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: არ შეიძლება, ნიანგის ცრემლების გჯეროდეს - „ნაციონალური მოძრაობა“ პატარა პარტიებს „გადაყლაპავს“
- +

17 ნოემბერი. 2020. 18:37

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ვნებები ჩამთვის გასაგებია, რადგან ძალიან ძნელია, აბსოლუტური მონარქიიდან დემოკრატიულ ოპოზიციაში გადასვლა. ან - ყველაფერი, ან - არაფერი - მათი ეს ხელწერა ყველა პროცესში იკითხება, მაგრამ გამკვირვებია პატარა პარტიებისა და იმათი, ვინც ახლა ალიანსში არიან“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეს კინო უკვე ნანახი აქვს. ასე იყო ერთხელ, ოდესღაც - მოდიან, ვითომ, კოალიციურად და ერთი წლის შემდეგ, ყველა ეს პარტია გადაყლაპულია. ამ აბსოლუტურად ხელოვნურ კრებულში, ვისაც ეს კინო უკვე ნანახი აქვს, მიკვირს, რომ კიდევ ერთხელ სჯერათ. არ შეიძლება, ნიანგის ცრემლების გჯეროდეს. ისინი მიიღებენ იმას, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს და ეს არც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ და არც ქართულ საზოგადოებას არ სურს. „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს მედიასაშუალებებს, თანხებს და ამ ხალხს, პატარა პარტიებს, რომელთაც გადალახეს ბარიერი, ახლა აქვთ შანსი, განვითარდნენ, რადგან 2024-ში, როდესაც გადავალთ აბსოლუტურად პროპორციულ სისტემაზე, ეს ადამიანები დაკარგავენ ელექტორატს, მხარდაჭერას და ყველანაირ შესაძლებლობას, რომელსაც მათ ამომრჩეველი აძლევს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner