დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა და თვითიზოლაციაში ამიტომ იმყოფება.
როგორც ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, შვილიშვილთან კვირას ჰქონდა კონტაქტი.
„ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, რომელთანაც კვირას მქონდა კონტაქტი და დაუდგინდა ორშაბათს, ამიტომ გადავედი თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.