logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ოქტომბრის არჩევნები არის ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟის და ღირსების საქმე
- +

1 ივლისი. 2016. 17:07



„საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნებიც ასევე ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ჰყავთ მოწვეული.



როგორც იცით, წელს ჩვენ ვატარებთ საპარლამენტო არჩევნებს. საერთაშორისო დამკვირვებელთა აღიარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნებიც ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს წინსვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად წელს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია გვყავს მოწვეული. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და კომპეტენტურ სადამკვირვებლო მისიას, წლევანდელ არჩევნებზეც სათანადოდ იქნება საქართველოში წარმოდგენილი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად. მზად ვართ, მივიღოთ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესების სრული გამჭვირვალობა. გულწრფელად გეტყვით: ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟის და ღირსების საქმე, საბოლოოდ კი - ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ტესტს ღირსეულად ჩავაბარებთ", - აღნიშნა პრემიერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner