logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთში მძარცველებმა ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების „ეფლის“ პროდუქცია გაიტაცეს
- +

17 ნოემბერი. 2020. 20:12

 

 

დიდ ბრიტანეთში მძარცველებმა ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების „ეფლის“ პროდუქცია გაიტაცეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ბოროტმოქმედები ინგლისის ცენტრალურ ნაწილში მოძრავ სატვირთო ავტომობილს დაესხნენ თავს. გამოძიების ცნობით, დამნაშავეებმა მძღოლი და დაცვის წევრი გაკოჭეს, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილი, რომელშიც კომპანია „ეფლის“ პროდუქცია იყო მოთავსებული, ახლომდებარე დასახლებაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მძარცველებმა „ეფლის“ პროდუქცია, მათ შორის ტელეფონები, სმარტ საათები, ყურსასმენები და ა.შ. სხვა ავტომობილებში გადაალაგეს და მიიმალნენ.

უცნობია რამდენი პირი მონაწილეობდა ძარცვაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner