logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: ჰუმანიტარულ კატასტროფებზე რეაგირების საქმეში აშშ მსოფლიო ლიდერია
- +

17 ნოემბერი. 2020. 21:24

 

 

„როდესაც ხდება ჰუმანიტარული კატასტროფები, მათზე რეაგირების საქმეში შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერია“, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ტვიტერზე“ წერს.

 

„დღეს ჩვენ განვაცხადეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, აღადგინონ ურთიერთობა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან კონფლიქტის ხანგრძლივვადიანი მოგვარებისთვის," - წერს პომპეო.

 

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი დღეს დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner