logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ! ისეთი მტკიცებულება დაიდება, რომ ბრმასაც კი თვალები აეხილება!
- +

2 მარტი. 2016. 21:49


„გურამ შარაძის საზოგადოების" დამფუძნებელი რუსუდან შარაძე ხელისუფლებას მოუწოდებს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს სათანადო ყურადღება მიაქციონ და აღნიშნავს, რომ გურამ შარაძის მკვლელობაზე ძალიან მალე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარადგენს.



თიკოსავით, მეც უკაცრავად ვარ, მაგრამ ამოვიდა ყელში! გუშინ კიდევ, ერთ პირდაუბანელობით ცნობილ ქალის მსგავსს, ერთი კაცის მსგავსის გადაცემაში ულაპარაკია მამაჩემის მკვლელობაზე. უფრო სწორად, პასუხი გაუცია გედი ფოფხაძისთვის, რომ თურმე, მიშას ხელისუფლებას უკვე გამოუძიებია საქმე და მკვლელი ბარათელიც სასჯელს იხდის.

 

გედის დიდი მადლობა, ხოლო დანარჩენზე რა ვთქვა: მე ჩემს სიმართლეს, ადრე თუ გვიან, დავამტკიცებ. გპირდებით, რომ ერთ მშვენიერ დღესაც დაიდება ისეთი მტკიცებულება, რომ ბრმასაც კი თვალები აეხილება.

 

ხოლო თქვენ, ხელისუფლებავ! ამ და სხვა საქმეების გამოძიებას თუ ბოლომდე არ მიიყვანთ, ამ ქალის და კაცის მსგავსებს თუ პირში პურთს არ ჩაჩრით, თქვენ დარჩებით პირში ბურთით, ვან ბაიბურთით მაინც ბოდიში უადგილო ხუმრობისთვის, მაგრამ დღეს ბატონი ბაიბურთი ვან ჩემი მუზაა..."

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner