logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გერმანიის კანცლერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები იმედის მომცემია
- +

1 ივლისი. 2016. 17:09



მივესალმებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის ლოგიკური დასასრული სექტემბრის მეორე ნახევრისთვის არის მოსალოდნელი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ჩვენ გვქონდა დილით შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვისაუბრეთ. გერმანია გვპირდება, რომ  გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო მექანიზმს და გავლენას, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს შეჩერების მექნიზმის მიღება ევროპარლამენტის მიერშემდეგ უკვე დაჩქარდეს პროცესები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის. არ მინდა, პროგნოზები გავაკეთო, მაგრამ ის, რომ გერმანიის კანცლერიც ამავე სახის განცხადებებს აკეთებს, ჩემთვის ძალიან იმედის მომცემია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ბრიუსელშიც, ევროპის დედაქალაქებშიც.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner