logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გაუგებარია, როცა ახლადშექმნილი პარტია ამხელა მხარდაჭერას იღებს და ოპოზიციის „ფეიკ“-ლიდერის გამო, მეორე ტურზე უარს ამბობს
- +

17 ნოემბერი. 2020. 22:59

 

 

"აბსოლუტურად გაუგებარია, როცა სულ ახლახან შექმნილი პარტია იღებს ამხელა მხარდაჭერას, გადის მეორე ტურში, მაგალითად, იმ რაიონში, სადაც მე ვარ ამომრჩეველი და უარს ამბობს საბურთალოს ოლქში არჩევნებში მონაწილეობაზე მარტო იმიტომ, რომ უცხოეთში გადახვეწილმა ოპოზიციის „ფეიკ“-ლიდერმა ასე მოისურვა“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„გუნდში გამოუსწორებელ ოპტიმისტად მიცნობდნენ და დღესაც ასეთი ვარ - მე იმედს არ ვკარგავ, რომ მათ პასუხებს არა მხოლოდ აქ, ამ ეთერში, თქვენი დამსახურებით, არამედ პარლამენტშიც მოვისმენ და თუნდაც მწვავე დებატები გვექნება მომავალში ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე.

 

როდესაც მიკრო პარტიას ქმნი, იმიტომ რომ ასე იქმნება ყველა პარტია, სანამ გადიდდება და გაიზრდება, ამხელა ნდობას გამოგიცხადებენ, რომ სერგეენკოს მერე მეორე ტურში გახვალ და შენ უარს ამბობ და მიშას მოკავშირედ ხარ, იმ წარსულის ადამიანის, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ჩემში, ერთ ქართველ ამომრჩეველში გაკვირვებას იწვევს.

 

ფეიკლიდერში ვგულისხმობდი მიშა სააკაშვილს, მას ჰგონია, რომ ლიდერია,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner