logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ვთხოვდი ოპოზიციას, ნუ ითამაშებენ იმ თამაშს, რომელიც რუსეთს აწყობს
- +

18 ნოემბერი. 2020. 00:44

 

 

„საპროტესტო აქციის მოწტობის ფაქტმა ოპოზიციის შიგნით ერთსულოვნება არ გამოიწვია, რადგან იქაც არიან საღი აზრის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით ისინი ხელისუფლებას კი არ ვნებენ, არამედ საკუთარ ქვეყანას“, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლო  სამხარაძემ  „იმედის“ ეთერში გააკეთა.

 

 „როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ვიზირტი ხორციელდება და თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ხორციელდება რეგიონში ძალიან რთულ ვითარებაში. მიმდინარეობდა ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა და დასრულდა იგი იმ შედეგით, რომ იქ რუსეთმა სამშვიდობო ჯარი ჩააყენა. ფაქტობრივად, მან სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფეხი მოიმაგრა. ასეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი, ყველაზე მაღალი დონის სახელმწიფო დიპლომატი, ჩამოდის საქართველოში და შენ მას უწყობ საპროტესტო აქციებს, ჩემთვის ბოლომდე გაურკვეველია, რა მოთხოვნა აქვს ამ საპროტესტო აქციებს.

 

ასევე, თავად ამ ფაქტმა ოპოზიციის შიგნით ერთსულოვნება არ გამოიწვია, რადგან იქაც არიან საღი აზრის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით ისინი ხელისუფლებას კი არ ვნებენ, არამედ საკუთარ ქვეყანას. შესაბამისად, არ მივესალმები ამ ფაქტს და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ვის აწყობს, ეს დღესავით ნათელია! ეს აწყობს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ამიტომ, ვთხოვდი მათ, ნუ ითამაშებენ იმ თამაშს, რომელიც რუსეთს აწყობს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner