logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ჩემთვის დისკომფორტი იქნება თუ კონკურენტი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ამის გამო, არ უნდა გავაჩეროთ მუშაობა
- +

18 ნოემბერი. 2020. 01:05

 

 

„ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იქნება თუ კონკურენტი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ამითი ჩვენ ამ დისკომფორტის გამო, არ უნდა გავაჩეროთ მუშაობა“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მან როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურზე მივიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

 

"საბურთალოს ამომრჩეველს და არა მარტო, მინდა მივმართო, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება და იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღებენ მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მონაწილეობას თუ არა. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი, როგორც ჩემმა, ასევე ჩემი კონკურენტის მომხრეებმა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი სწორად იყოს დაბალანსებული უმრავლესობით და ოპოზიციით, თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდა და ოპოზიცია მაჟორიტარებისა თუ პროპორციულის სახით არ შემოვიდა პარლამენტში, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ ვიმუშავოთ ამ მოდელით და არ შევძლოთ ყველაფრის გაკეთება. ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იქნება თუ კონკურენტი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ამითი ჩვენ ამ დისკომფორტის გამო, არ უნდა გავაჩეროთ მუშაობა და ყველაფერი გავაკეთოთ,"-განაცხადა სერგეენკომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner