logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: არ შეიძლება, შენივე ამომრჩეველს უწყობდე „სირცხვილის კორიდორს“, ეს დაბალ დონეზე მიუთითებს
- +

18 ნოემბერი. 2020. 03:03

 

 

„არ შეიძლება, შენივე ამომრჩეველს, შენს მოსახლეობას უწყობდე „სირცხვილის კორიდორს“. ეს მიუთითებს იმ დაბალ დონეზე, რომლის გარეთ გასვლაც მათ უჭირთ. ესაა მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ ამომრჩევლებისთვის. საერთაშორისო საზოგადოება ამას ძალიან უარყოფითად შეაფასებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მეორე ტურში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენ პარტიაში ბრიფინგიც გავმართეთ და ვაცნობეთ საზოგადოებას, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებს, არის არასწორი. ეს არ ნიშნავს ვინმეს ავტომატურად გამარჯვებას. თუ კანდიდატი უარს აცხადებს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მისი გვარი მაინც იქნება მითითებული ბიულეტენში და ამომრჩეველს ორ კანდიდატს შორის ექნება გასაკეთებელი არჩევანი. ამ რეალობის წინაშე დგას ამომრჩეველი და მას მოუწევს 2 კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხდება მობილიზება აგიტატორების, ამომრჩევლების, თანხების დახარჯვა, მიმდინარეობს მზადება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მათივე ვარაუდით, უკეთესი შანსები აქვთ. თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, როგორი იქნება მეორე ტურის შედეგები - პირველ ტურში დამაჯერებლად ვლიდერობდით და ასევე დავასრულებთ მეორე ტურს. ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად შორსაა ოპოზიცია იმ ევროპული ღირებულებებისგან, რომელთა ქომაგებადაც თავს წარმოაჩენენ. არ შეიძლება, შენივე ამომრჩეველს, შენს მოსახლეობას უწყობდე „სირცხვილის კორიდორს“. ეს მიუთითებს იმ დაბალ დონეზე, რომლის გარეთ გასვლაც მათ უჭირთ. ესაა მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ ამომრჩევლებისთვის. საერთაშორისო საზოგადოება ამას ძალიან უარყოფითად შეაფასებს და მე აღარ ვსაუბრობ იმ საკანონმდებლო დარღვევებზე, რომელიც ამას მოყვება, რადგან ეს არის პირდაპირი ზეწოლა ამომრჩევლებზე. საზოგადოება ამას ძალიან მკაფიო პასუხს გასცემს. სიტყვით ევროპელი და დეკლარირებულად პროდასავლური ძალების ქმედებები ძალიან შორსაა იმ ღირებულებებისგან, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა იბრძვის“, - განაცხადა კუჭავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner