logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლა
- +

18 ნოემბერი. 2020. 10:45

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი კრის კრებსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ამის შესახებ „ტვიტერის" გვერდზე დაწერა. ტრამპის თქმით, კრებსის ბოლო განცხადება პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით არაზუსტი იყო.

 

კრის კრებსი, რომელმაც საკუთარი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება „ტვიტერიდან“ შეიტყო, დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა. კრებსის თქმით, მისი მუშაობის პერიოდში სააგენტომ ყველაფერი სწორად გააკეთა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner