ამერიკის სახელმწიფო მდივანი საპატრიარქოში მივიდა. მაიკ პომპეო პატრიარქს შეხვდება. მანამდე კი მას მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავთ ზალკალიანთან ჰქონდა აუდიენცია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღესვე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც პომპეო თბილისს დატოვებს.