logo_geo
eng_logo
კახაბერ კუჭავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მალავს თვალთმაქცურ ევროპელობას, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ სიტყვებით, თუმცა ქმედებებით შორს არიან ევროპული ღირებულებებისგან
- +

18 ნოემბერი. 2020. 12:00

 

 

„ტინი კოქსი გახლავთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური წევრი. მიზეზი, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები იყენებენ, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეთ მის მიმართ პრეტენზიები, არის ის, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.  თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს მოხდა ხმათა უმრავლესობით და ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მათი მოკავშირე პარტიის ძალიან ბევრმა წევრმაც. მხედველობაში მაქვს ევროპის სახალხო პარტია. ეს არც პირველი ყოფილა და არც ბოლო იქნება. ვგულისხმობ ევროპის ინსტიტუტების შეურაცხყოფას და მათზე იერიშის მიტანას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.

 

მან სტრასბურგის სასამართლოს  და ევროსაბჭოს მიმართ განხორციელებული მსგავსი შეტევები გაიხსენა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თაობაზე მიღებულ  გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

 

„ეს არის ის სტრატეგია, რომელსაც ოპოზიცია ირჩევს და ვერ მალავს იმ თვალთმაქცურ ევროპელობას, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ სიტყვებით, თუმცა, ქმედებებით ისინი რეალურად შორს არიან იმ ევროპული ღირებულებებისგან, რომელიც ქართველი ხალხისთვის ძალიან ახლოა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner