logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: კოვიდ-პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს
- +

18 ნოემბერი. 2020. 12:31

 

„კოვიდ-პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც საუბარი გაიმართა, იყო კოვიდ-19 და ის ფასდაუდებელი დახმარება, რომელიც აშშ-მ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოუჩინა როგორც ფინანსური, ასევე ლუგარის ლაბორატორიის ჩართვის თვალსაზრისით.

 

„საუბარია ახლა ვაქცინაზე, რომლის ერთ-ერთი მწარმოებელი ამერიკული კომპანიები არიან. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს. ეს ჩვენ ამ უსერიოზულეს პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner