„საქართველოში აშკარაა ეკონომიკური და სოციალური პროგრესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით ფიქსირდება, ვინაიდან სწორედ ეს სექტორია ახალი სამუშაო ადგილების წყარო", -განაცხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის მოადგილემ დუგლას ფრანცმა.
„ჩამოვედი ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი მიღწევები აქვს კორუფციის დამარცხების, საგადასახადო რეჟიმისა და ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით. როგორც უკვე აღვნიშნე სხდომაზე, საქართველომ, როგორც განვითარების მოდელმა, საკუთარ თავზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და კიდევ უფრო პროგრესული რეფორმები განახორციელოს როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალურ სფეროში", - განაცხადა OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ.