ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა.
მისი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
ასევე მას შეხვედრები ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მაიკ პომპეო საქართველოდან ისრაელში გაემგზავრა.