ბათუმში COVID-19- ით ექთანი გარდაიცვალა. ნადია შარვაშიძე შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. ის ბათუმში „მედცენტრში“ მკურნალობდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა აჭარაში.
ბოლო 24 საათის განმვალობაში აჭარაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 512 ადამიანი.