logo_geo
eng_logo
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
- +

18 ნოემბერი. 2020. 14:49

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

 

დაკავებულ პროკურორს სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა, რომ მან ბრალდებული პირს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი - 50 000 ლარის ოდენობით მოსთხოვა.

 

პროკურატურის ინფორმაციითვე, დავით შაკიაშვილმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს

 

დავით შაკიაშვილი ბრალს არ აღიარებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner