ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე? - გაზეთი „კვირის ქრონიკა" ამ სახელწოდების ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. სახელისუფლებო კულუარებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარსადგენ პრეტენდენტებს შორის დღეს ყველაზე უფრო ხშირად საუბრობენ ლადო ჭანტურიას შესახებ. სტატიის ავტორი წერს:
„იურისტები თვლიან, რომ ლადო ჭანტურია არის უპრინციპო და უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელმაც ჯერ „ვარდების რევოლუცია" „გააპრავა", შემდეგ კი გაიქცა.
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი და ლადო ჭანტურიას თანაგუნდელი, სულხან მოლაშვილი ერთ დეტალს იხსენებს, როცა მასზე „ნაცმოძრაობამ" პოლიტიური დევნა დაიწყო და შეთითხნილი ბრალი წაუყენა, ლადო ჭანტურიასთან შევიდა და უთხრა, - ნახე, რა სამარცხვინო ბრალს მიყენებენ „ნაციონალები" , ლადო ჭანტურიას ბრალდებისთვის არც გადაუხედავს და ისე უთქვამს, - სულხან, ჯობია გაიქცე!.. სულხან მოლაშვილს სწორედ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის დროს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა - საქართველოში მოლაშვილი უკანონო პატიმარი იყო.
ლადო ჭანტურია კი გერმანიაში მოკალათდა, ლექციებს კითხულობდა და მისი ყოველთვიური შემოსავალი 9 000 ევრო იყო, სიჩუმის მონობაში გაატარა 9 წელი, მაშინ როცა ჩვენ გვირტყამდნენ, ძმებს, შვილებს გვიკლავდნენ... მე ვეკითხები ლადო ჭანტურიას დღეს, რატომ გიკავიათ გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი? რას აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებულ და ძებნილ მიხეილ სააკაშვილზე გერმანიის ხელისუფლებას ჰქონდეს რეალური და სწორი ინფორმაცია? ბატონო ლადო, მიხეილ სააკაშვილი ინტენსიურად რომ ხვდება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და საქართველოს ხელისუფლებას აბანძებს, ტყუილებს უყვება და ივანიშვილის მოყვანილ ხელისუფლებას კრემლის პროექტს უწოდებს, ერთი პრესკონფერენცია მაინც არ უნდა მოგეწყოთ ელჩს, რომელსაც ქვეყნის პირველი მოსამართლის პოსტი ასე ძალიან უნდა?!" - წერს „კვირის ქრონიკა".