ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში და ასევე აიღონ მანდატები და შეასრულონ თავიანთი მისია პარლამენტში, იმისთვის, რომ გამოხატონ მოქალაქეების დემოკრატიული ნება“, - წერს მარინა კალიურანდი.