logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: მელიამ გუბაზი გააბანძა!
- +

18 ნოემბერი. 2020. 15:23

 

 

პატივცემულო მკითხველო, ვიდრე გუბაზ სანიკიძის გაბანძების შესახებ მოგითხრობდეთ, გთავაზობთ იმ სატელეფონო საუბრის საგაზეთო ვერსიას, რომელიც სწორედ გუბაზ სანიკიძესა და სააკაშვილის ბიძას, კაგებეშნიკ თემურ ალასანიას შორის სულ ახლახან გაიმართა!

 

თემურ ალასანია: – გუბაზ, რაზე გაწუხებ...

 

გუბაზ სანიკიძე: – დიახ, ბატონო თემურ!

 

თემურ ალასანია: – ბიძინა ივანიშვილმა კარგად გაუგო ქართველებს, ქართველ პოლიტიკოსებს, კარგად გაზომა და აწონა ისინი...

 

გუბაზ სანიკიძე: – ბატონო თემურ, ყველა შევა იქ ჩემ გარდა, მე იქ არ შევალ! აგერ ნახავ!

 

თემურ ალასანია: – არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას – პირველი! მეორე – სრული ნაციონალური მასშტაბის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა! მესამე – არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა... საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა ამ მთავრობასთან! მეოთხე – დროებითი მთავრობის შექმნა სასწრაფოდ! უნდა გამოცხადდეს, რომ ეროვნული გადარჩენის პარალელური მთავრობა იქმნება, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ხალხისა და მსოფლიოს წინაშე! და მეხუთე – მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენ არ გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას, უბრალოდ, გაცნობებთ, რომ საქართველოს გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და ამიერიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე!

 

გუბაზ სანიკიძე: – ბატონო თემურ, არ მიყვარს ფიცი, მაგრამ ღმერთს გეფიცები, გუშინწინ მივედი შალვას სამოთხეში შეკრებაზე, სადაც სისულელის მეტი არაფერს არ ლაპარაკობენ.. ვუსმინე, ვუსმინე და ვუთხარი... მე გეტყვით, რა არის გეგმა. პუნქტებში არის რიგობითობა განსხვავებული! პირველი – მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება! მეორე – შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი, რომელიც როგორც თქვენ თქვით, პარალელურ ფუნქციებს აიღებს თავის თავზე. მესამე – ულტიმატუმის მიცემა! აი, ეს იყო ჩემი...

 

თემურ ალასანია: – აბსოლუტურად იგივეა ყველაფერი, რაც მე გითხარი...

 

გუბაზ სანიკიძე: – ზუსტად იგივე გამოდის ყველაფერი...“

 

ძვირფასო მეგობრებო, რა კომენტარი შეიძლება ამ ყველაფერს გავუკეთოთ? არაფერი, გარდა ერთისა – ამ ყველაფრის შემდეგ თავმოყვარე სახელმწიფო თემურ ალასანიასა და მის დისშვილს – ნაპრეზიდენტალ სააკაშვილს საქართველოში ისევე ჩამოათრევდა, როგორც 1960 წელს „მოსადმა“ ებრაელების ტანჯვა-წამებაში ბრალდებული ადოლფ ეიხმანი მოიტაცა და არგენტინიდან ისრაელში ჩაათრია! ხოლო გუბაზ სანიკიძეს, რომელმაც თავი გაიბანძა და თემურ ალასანიას დოქსოპულოც აღმოჩნდა, სახედარზე უკუღმა შესვამდა და ბანძის ბაზრობაზე ჩამოატარებდა!

 

ბანძა მშვენიერი და ძველთაძველი ქართული სოფელია მარტვილის რაიონში, რომელიც თავის თავში რამდენიმე პატარა უბანს – ლევახანეს, ლეგაბუნეს, ლეკეკელესა და ლეპატარეს აერთიანებს... 1658 წლის ივლისში სწორედ ბანძაში იმერეთის მეფე ალექსანდრე მესამესა და გურია-ოდიშის მთავრებს შორის დიდი ბრძოლა მოხდა, სადაც მეფემ გაიმარჯვა... ბანძაში დაიბადა მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა მურთაზ ხურცილავა...

 

ღმერთმა უწყის, საიდან წარმოიშვა სიტყვა გაბანძება... ჩემი აზრით, ის უნდა უკავშირდებოდეს ბანძის ბაზარს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უძველესია და ამ ცნების ეტიმოლოგიაც, სავარაუდოდ, ასე აიხსნება – ვინც თავის სახელსა და გვარს „საბაზროდ“ გახდის და ის დაემართება, რაც გუბაზ სანიკიძეს ნიკა მელიამ დამართა, ამას ბანძს ან გაბანძებულს ეძახიან...

 

დიახ, გუბაზ სანიკიძე, რომელიც ერთ დროს არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს მამულიშვილური სიყვარულით უყვარდა და პატივისცემის ნიშნად მხარზე კოცნიდა, გაბანძდა.

 

ვისაც გვინახავს, ალბათ, არასოდეს დაგვავიწყდება ავადსახსენებელი 2009 წელი, როცა გუბაზი ოპოზიციის მაღალი ტრიბუნიდან განგაშის ზარებს არისხებდა და ხალხს აგულიანებდა – ქართველებო, სააკაშვილის სახით ჯალალედინი გვიზის თბილისში და გამოდითო! 1609 წელს სომეხმა სააკაშვილმა გორი იხსნა, ხოლო ქართველმა სააკაშვილმა გორი დაღუპაო!

 

მოგეხსენებათ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი გუბაზ სანიკიძემ დაივიწყა, „პლასტინკა“ გადმოატრიალა და ბეჭედი დასვა – რვა წელიწადია ბიძინა ივანიშვილს ვეჯაჯგურებით და ძვრა ვერ ვუყავით... არავისი ბიძინას არ ეშინია ერთი კაცის გარდა, ეს არის მიშა სააკაშვილი და ამიტომაც მიშა უნდა იყოს საქართველოშიო!

 

გუბაზ სანიკიძის ამ შეგონებას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2 ნოემბრის სპეციალურ გამოშვებაში დიდი გაწევ-გამოწევა და დაპირისპირება მოჰყვა. გუბაზის მიერ გამოტანილმა პოლიტიკურმა ვერდიქტმა ყველაზე მეტად „ნაცმოძრაობის“ სიის მესამე ნომერი და გლდანის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკანორ მელია გააცოფა, რომელმაც მიკროფონი ხელში მოიგდო თუ არა, გუბაზ სანიკიძეს „უნამუსო“, „უსინდისო“, „პროვოკატორი“, „არაფრის მაქნისი“, „მოგზავნილი“ და „უზნეო“ უწოდა... ამ ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის კორიანტელს გუბაზ სანიკიძემ ფაქტობრივად, ვერაფერი დაუპირისპირა... უფრო მეტიც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, რაიხსმარშალმა ნიკანორ მელიამ „მთავარი არხის“ კულისებში გუბაზ სანიკიძეს „პადლეციც“ „აარტყა“ და პროფესორ ანზორ მელიას შვილმა პროფესორ ლევან სანიკიძის შვილი საბოლოოდ გააბანძა. სადღაც გულის სიღრმეში გუბაზ სანიკიძის გაბანძება მეწყინა, მაგრამ ლევან სანიკიძის შვილი, რომელიც ხლისტებს შეეკრა, ღირსია იმ გაფარჩაკებისა და გაბიაბრუებისა, რომელიც მან ნიკა მელიასგან იწვნია!

 

– „ბიძინას თამაშს თამაშობ შენ, უნამუსო, შენა! ვის შეჰყავს ჩიხში, ბიჭო, ქვეყანა?! გუშინ სად იყავი, რომელ უბანთან იდექი, რომელი მუშტი მოგხვდა, რომელ იარაღს შეუშვირე შუბლი, რომელი ხმა დაიცავი, რა გააკეთე?!“ – ეს ის შეკითხვები იყო, რომელიც მელიამ გუბაზს ტყვიამფრქვევითი მიაყარა და მერე ეთერიდან გავიდა...

 

ნიკუტა გვარამია მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის ზუსტად ისე დარბოდა, როგორც ანეტა დარბის ლევანა ჯანგავაძისა და ულამაზესი პასიკოს მოსარიგებლად თუ შესარიგებლად გენიალური ნიკო ლორთქიფანიძის „სოფლის აშიკში“...

 

მთელ ამ ორომტრიალს ბედნიერი და ნახევრად დამცინავი ღიმილით ადევნებდა თვალს დიდი ქართველი მთავარსარდალი და გორში რუსული არმიების დამსამარებელი რაიხსმარშალ-მილიონერი გიგი უგულავა... ხოლო ეროვნული ხელისუფლების შს ყოფილი მინისტრი დილარ ხაბულიანი ხმას არ იღებდა და ნაზამთრალი ტურასავით გარეშემოს ზვერავდა – აქაოდა, სად შევძვრე და სად დავიმალოო!

 

პატივცემულო მკითხველო, შეგახსენებთ, ეს ის დილარ ხაბულიანია, რომელმაც 1991 წლის დეკემბერში რუსთაველზე ატეხილი დაპირისპირების დროს თვალებში ლელე არჩვაძის ქოთანში მოწყვეტილი წიწაკა ამოისვა და ცხონებულ ზვიად გამსახურდიას ბრძოლის ველიდან „მოუტყდა“... უგულავას მსგავსად, დღეს ხაბულიანიც მილიონერია და დილარი იმ დილეგის აღორძინებაზე ოცნებობს, სადაც სააკაშვილსი „კასტილებიანი“ თემურ უბირიები და „უკასტილებო“ კოხტა კოდუები კაცებს 35 ლარად აუპატიურებდნენ. ნიკა მელიამ არამარტო გუბაზ სანიკიძე, არამედ 2012 წლის 1 ოქტომბრის „ქოციალისტური“ რევოლუციის შედეგად შექმნილი მთელი სახელმწიფო სისტემა და მართლმსაჯულება გააბანძა. მან ტელეკამერებისა და ხალხის თვალწინ პროტესტის ნიშნად მოისროლა ელექტრონული სამაჯური და ხმამაღლა განაცხადა – მე ამ სამაჯურს ჩემი ნებით არ გავიკეთებო„! სახელმწიფომ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, ხოლო ავადსახსენებელი ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლომ, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, მელიას დაუბრუნა პასპორტი, რომელიც წელიწადნახევარია, ჩამორთმეული ჰქონდა, საერთოდ გაათავისუფლა ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებისგან, ოღონდ გირაოს თანხა 70 ათას ლარამდე გაუზარდა, რომელიც 50 დღეში უნდა გადაიხადოს! ნიკა მელია ამ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან იმედი აქვს, 50 დღეში ეს ხელისუფლება აღარ იარსებებს და სააკაშვილის პროკურორები და მერაბიშვილის ჩაფრები, იმავე ჩინჩალაძე-მურუსიძის ლოცვა-კურთხევით, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გაატყავებენ! თუ სად და რომელ ბუჩქში იქნებიან ამ დროს შემძვრალი მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და ის ბანძები, რომლებიც ნაცრეჟიმის მძლავრობის დროს სანდრა რულოვსის კამერდინერებად თუ მეთულუხჩეებად მუშაობდნენ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს!

 

მელიამ გააბანძა ის მართლმსაჯულებაც, რომელმაც მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევი მამუკა ხაზარაძე „ასავალ-დასავალთან“ ომში გაამართლა და ჩვენ 500 თუმნით დაგვაჯარიმა, ჩვენ სწორედ მაშინ უნდა აგვეტეხა განგაში და მთელი საქართველო ფეხზე დაგვეყენებინა – ხელისუფლება, რომლის გამარჯვებაშიც „ასავალ-დასავალმა“ ლომის წილი შეიტანა, ხლისტებს შეეკრა და სამართალი გაამრუდა-თქო! მაგრამ ჩვენ მაშინ რადიკალურ ნაბიჯებს მოვერიდეთ, პატიოსნად დავმორჩილდით ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს უკუღმართ გადაწყვეტილებას და მამუკა ხაზარაძეს „კიკუს“ 500 თუმანი „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ოფისის წინ გამართული პერფორმანსის თანხლებით მივაშავეთ. ეს ის „მართლმსაჯულებაა“, რომლის პროკურატურამაც პირადად თქვენი მონა-მორჩილის კანონიერი საჩივარი თაროზე შემოდო და თაღლითის ხელი დააფარა. აღარაფერს ვამბობთ იმ ცირკის შესახებ, რაც ავადსახსენებელ შალვა თადუმაძეს უკავშირდება. დიახ, ქართული მართლმსაჯულება მაშინ გაბანძდა, როცა მარკშეიდერი და დიპლომის გაყალბებაში მხილებული თადუმაძე ჯერ ქვეყნის გენერალურ პროკურორად აკურთხეს, ხოლო შემდეგ მოსამართლის მანტიაში გახვიეს და უზენაეს სასამართლოში დადეს!!!

 

ნიკა მელიამ გააბანძა მთელი პოლიტიკური სპექტრიც, კერძოდ, სააკაშვილს ატორღიალებული ორკაციანი პარტიები, როცა „მთავარი არხის“ ეთერში გუბაზ სანიკიძესთან მომხდარი ინციდენტის დროს მაგიდაზე მუშტი დაჰკრა – ვინც ჩვენს რიგებში განხეთქილების შეტანას შეეცდება, ამ მცდელობას ყოველნაირი საშუალებით აღუვკვეთო! ერთი სიტყვით, მელიას სახით ჩვენ წინაშე წარდგა ახალი ლიდერი, რომელიც სააკაშვილის შემდეგ „ნაცსექტაში” ყველაზე უფრო გავლენიანი და ძლევამოსილი ფიგურაა!

 

სხვათა შორის, „მთავარი არხის“ სტუდიაში ნიკე მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება, როგორც ჩანს, იმ დიალოგის გამოძახილია, რომელიც სააკაშვილის ბიძასა და გუბაზ სანიკიძეს შორის კონფიდენციალურად შედგა და რომლის მიმოხილვითაც წინამდებარე წერილი დავიწყეთ! აშკარაა, ნიკა მელია ეჭვიანობს და ნერვიულობს იმის გამო, რომ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია დაგეგმილ გადატრიალებას თან დაკავშირებულ სტრატეგიულ საკითხებს მასთან კი არა, სწორედ გუბაზ სანიკიძესთან ათანხმებს!„

 

გუბაზ სანიკიძესთან ერთად მელიამ ის სამედიცინო საზოგადოებაც გააბანძა, რომლის ელიტური წარმომადგენელიც სააკაშვილის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად დანიშნული ლოთბაზარა ნიკა ყიფშიძე გახლდათ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ყიფშიძე პროფესორ ანზორ მელიას ობსტრუქციას უწყობდა და ნაცფიურერ სააკაშვილს აგიჟებდა, როცა ყურში ჩასჩურჩულებდა – ანზორმა მამაშენს – ნიკა სააკაშვილს – კორონოგრაფია რომ გაუკეთა, ადამიანის კი არა, ძაღლის სტენტი ჩაუდგა და კაცი სასიკვდილოდ გაწირაო! საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ანზორ მელია ამ ცილისწამების გამო ჯვარს აცვეს და ვიდრე გამართლდებოდა, ცხარე ცრემლებით ატირეს...

 

ერთი სიტყვით, მელიამ გუბაზი კი გააბანძა, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ თუ ასე გააგრძელებს, სწორედ იქ ამოყოს თავი, სადაც საქართველოს მთავარი გამბანძებელი – სააკაშვილი ავის ბიძასთან ერთად დიდი ხანია მოყუჩებული უნდა იყოს! აქვე ბატონ ანზორს – ნიკა მელიას მამას ერთი კეთილ და უწყინარ რჩევას მივცემთ:

 

ბატონო ანზორ, ქვეყანამ იცის, რომ სააკაშვილი ბუნებით ეჭვიანი და სისხლიანი კაცია, რომელიც კონკურენტების, მითუმეტეს, უახლოესი მეგობრების „გასუხარებაშია“ შემჩნეული! აქედან გამომდინარე, სპეციალისტებს საგანგებოდ შეამოწმებინეთ თქვენი სახლის გაზგაყვანილობა, ოჯახში ფეხი არ შემოადგმევინოთ გიორგი ბარამიძეს, ხათუნა გოგორიშვილს, ვანო მერაბიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილსა და მიშა მაჭავარიანს, რომლებმაც სააკაშვილის დავალება ისეთი სიზუსტით აღასრულეს, რომ არათუ ზურაბ ჟვანია, არამედ უსუფოვის ცალი ფეხსაცმელიც კი გაგუდეს! აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ვალერი გელბახიანთან და თვითგამოცხადებულ ჟურნალისტ ელისტრაკო კილაძესთან ერთად საჭმლის ჭამა კი არა, მინდორში მოსაშარდად გასვლაც არ შეიძლება, რადგან ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის „არკადიაში“ სააკაშვილის ასპიტებმა მეკავშირეებად სწორედ ისინი გადაისროლეს და იმდენი ქნეს, რომ ბოლოს ლონდონის სრასახლში ბადრიც „გაასუხარეს“.

 

ბატონო ანზორ, ასი თვალი და ასი ყური გამოიბით – თქვენი ვაჟი სააკაშვილს „ნაცსექტაში“ პირველობას ეცილება!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner